Wednesday 25 December 2013

ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ისტ-ის პედაგოგების ბლოგების სახელწოდებით „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში" 2013 წლის 25 დეკემბერს მოხდა დაჯილდოება, გამოვლინდა საპრიზო კატეგორიების მფლობელები, მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახლადათ ნატო გელაშვილი, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გადმოგვცა გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და დიპლომები.


ჩვენი პატარები გასართობ ცენტრში Magic Syti



ამა წლის 21.12.13 ჩვენი პატარები გახლდნენ გასართობ ცენტრში Magic Syti, შეხვდნენ თოვლის ბაბუას, ბევრი იხალისეს, იცეკვეს, ითმაშეს, იცეკვეს, მათთვის პოზიტიური და სასაიმოვნო იყო ეს დღე.

Wednesday 18 December 2013

საახალწლო კარნავალი 2013



2013 წლის 18 დეკემბერს  ჩატარდა საახალწლო კარნავალია 87-ე საჯარო სკოლის 1 დ კლასის, მოსწავლეებმა წარმოთქვეს საახალწლო თემაზე ლექსები, იმღერეს სიმღერები, თოვლის ბაბუმ და ფერიამ დაურიგეს საჩუქრები პატარებს. ლამაზები და კარგები იყვენენ, სასიამოვნოდ და პოზიტიურად ჩაიარა ღონისძიებამ, რომელსაც ესწრებოდნენ ადმინისტარაციის წევრები, პედაგოეგები და მშობლები.
ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი ნატო გელაშვილი.

Tuesday 3 December 2013

"შეეხე მათემატიკას"

   
30.11.2013 წელს პირველკსელები გახლდნენ ბანკ რესპუბლიკაში გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ "შეეხე მათემატიკას" გამოფენაზე. მოცემული იყო ამოცანები რომლებსაც უნდა გაცნობოდნენ მოსწავლეები და ამოეხსნათ თითოეული მათგანი, გეომეტრიული ფიგურების აწყობა, სარკეები, საპნის ბუშტები, ფაზლები, მუსიკის დაწერა რიცხვებით, პირამიდების აგება გეომეტრიული ფიგურებით, ხიდების გაკეთება და სხვა. მოსწავლეები დაინტერესდენენ, გაერთნენ, კმაყოფილები დარჩნენ.