Saturday 15 November 2014

სამცხე



2014 წლის 7 ოქტომბერს გახლდით სამცხეში, მოვინახულეთ ზარზმის მონასტერი, ჭულეს მონასტერი, ჭულეს ჩანჩქერი, ზანავის ციხე დავლაშქრეთ, საფარას მონასტერი, საფარას ციხე, რაბათის ციხე.

Friday 24 October 2014

რუის-ურბნისის ეპარქია

2014 წლის 5 ოქტომბერს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრ "დავითიანთან" ერთად გახლდით მოსალოცად შემდეგი ეკლესია მონასტრების: ყინწვისი, სამწევრისი, ურბნისი. პროექტი სახელწოდება არის "გააცოცხლე საქართველოს ისტორია,,

Wednesday 15 October 2014

ძველი თბილისის მონახულება

87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფეხით მოიარეს ძველი თბილისის უბნები, გოგირდის აბანოები და გაეცნენ სხვადასხა არქიტექტურულ შენობა ნაგებობებს.
თბილისი...ვრცლად  

სტუმრად რუსთავი 2-ში

2014 წლის 11 ოქტომბერს 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახლდნენ სტუმრად რუსთავი 2-ში, მოინახულეს სხვადასხვა გადაცემების დეკორაციები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები

Sunday 8 June 2014

ქვათახევი- მაღალაანთ კოშკები- ძლევის ქედის წმინდა გიორგი-იდლეთის ნათლისმცემელი

დღეს სულთმოფენობაა, 8 ივნისს გახლდით ქვათახევი- მაღალაანთ კოშკები- ძლევის ქედის წმინდა გიორგი-იდლეთის ნათლისმცემელი.

Friday 30 May 2014

მცხეთა-ჯვარი-სვეტიცხოველი-ბაგინეთი (არმაზის ციხე)

მცხეთა-ჯვარი-სვეტიცხოველი-ბაგინეთი (არმაზის ციხე) - 18.05.2014 წელს 1 დ კლასი გახლდათ პირველად კლასელბთან ერთად ექსკურსიაზე.

მანგლისი-წვერის წმ. გიორგი-ბეთანია-ქოროღლის ციხე

დღეს 25.05.2014 წელს მოვილოცეთ მანგლისი ტაძარი, წვერის წმ. გიორგის ტაძარი, ბეთანია, ქოროღლის ციხე.

Sunday 27 April 2014

მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის გაცნობა

26.04.2014 წელს 87-ე საჯარო სკოლის პირველ კლასელებს სასიამოვნო დახვედრა მოუწყეს მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებმა...

Tuesday 15 April 2014

1 დ კლასის პირველი ფოტო ალბომი “ჩემი პირველი მასწავლებელი“

87-ე საჯარო სკოლის 1 დ კლასის მოსწავლეებმა გადავიღეთ ფოტოები პირველი ფოტო ალბომისთვის “ჩემი პირველი მასწავლებელი“, სურათების გადაღება მოეწონათ გახალისდნენ ძალიან, განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდნენ.

Tuesday 1 April 2014

აუტიზმის კვირეული 87-ე საჯარო სკოლაში



2014 წლის 31.03-02.04 87-ე საჯარო სკოლაში გაიმართა აუტიზმის შესახებ ინფომრაციის გავრცელების საერთაშორისო დღისადმი მიძრვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

პირველი დღე:

·        აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა.
·        სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
·        სკოლის მოსწავლეთა პლაკატების გამოფენა.


მეორე დღე:

ფილმ-ზღაპრების „დედობილი“ და „ხარბი“-ს ჩვენება. (შემოსული თანხა გადაირიცხება 87-ე საჯარო სკოლის, ლეიკემიით დაავადებული მოსწავლის ანა კაკაშვილის დახმარების ფონდში).


მესამე დღე:

·        სპექტაკლი: „ჩვენ შევძლებთ ერთად“ ჩვენება.
·        „მხიარული სტარტები“ სპორტში.
·        სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრების გაყიდვა (შემოსული თანხა გადაირიცხება ლეიკემიით დაავადებული 87-ე საჯარო სკოლის, მოსწავლის ანა კაკაშვილის დახმარების ფონდში).





ქცევის წესები



დღეს კლასის საათი გვქონდა ქცევის წესებთან დაკავშირებით. გადავიღეთ მუშაობის ამსახველი ფოტოებიც.

აქტივოებები:



  • დაურიგდათ ქცევის ამსახველი სურათები.
  • სურათები უნდა გამოეჭრათ და დაეხარისხებიანათ რომელი მოეწონებოდა გაღიმებულ "სმაილიკს" და მტირალა დაღონებულ "სმაილიკს".
  • ჩამოვაყალიბეთ კარგი ქცევის წესები.
  • ჩამოვაყალიბეთ ცუდი ქცევის წესები.
  • გამოიკრა თვალსაჩინო ადგილას ქცევის ამსახველი სურათები.
შევიმუშავეთ გაკვეთილზე მოქცევის წესები:

  • როცა რაიმის თქმა მინდა... ხელი უნდა ავიწიო!
  • როცა რაიმის თხოვნა მინდა... თუ შიეძლება!
  • როცა ვინმეს ვაწყენინებ... ბოდიში უნდა მოვუხადო!
  • როცა ვინმე სიკეთეს გამიკეთებს... მადლობა უნდა გადავუხადო!
  • გაკვეთილზე არ...  ვსაუბრობ!
  • როცა ვინმე საუბრობს...  ვუსმენ!
  • გაკვეთილზე არ ვარ სხვა რამით... დაკავებული!
  • კლასში  ვიცავ... წესრიგს!
  • სკოლაში არ... ვიგვანებ !
  • გაკვეთილზე ვარ... ყურადღებით!
  • ნივთებს... ვუფრთხილდები!
  • გაკვეთილზე არ ვდეგები... და არ დავდივარ!
  • არ... ვჩხუბობ!
  • ვარ... მეგობრული!
  • ნივთები არ უნდა... დამრჩეს!

Tuesday 25 March 2014

მეგობრობა


ქ. თბილისის ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლის 1 დ კალსის საათზე ვისაუბრეთ მეგობრობის შესახებ, როგორ უნდა ვიმეგობროთ, რა არის მეგობარი, როგორ უნდა შევიძინოთ მეგობარი, როგორ უნდა მოვექცეთ, ნაჩვენები იქნა თვალსაჩინო მასალა პრეზენტაციის საახით "კუ და მორიელი" სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკის მიხედვით და წმინდა მამათა გამონათქვამები მეგობრობის შესახებ "ძმობა და მეგობრობა". პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მივმართე კითხვით თუ რა დაამახსოვრდათ, მოსწავლეებს შორის აღმოჩნდენენ ისეთები რომლებიც ყურადღებით მისმენდენენ და წარმატებით მიპასუხეს კითხვაზე, დაჯილდოვდნენ წამახალისებელი "ღიმილებით".




Friday 14 March 2014

"გილოცავთ დედის დღეს"



2014 წლის 12 მარტს ჩატარდა 1 დ კლასში დედის დღისადმი მიძრვნილი ზეიმი სახელწოდებით "გილოცავთ დედის დღეს", მინდა მადლობა გადავუხადო მუსიკის მასწავლებელს მაია გოგაშვილის ზეიმის მუსიკალურად გალამაზებისთვის, მშობლებს რომელთაც ყვავილებით და ბუშტებით მორთეს ოთახი. მოსწავლეებმა წარმოთქვეს დიდაზე ლექსები, იმღერეს გაზაფხულსა და ყვავილებზე, გამოპრანჭულები იყვენენ განსაკუთრებულად ამ დღისთვის, ძალიან უხარიათ ზეიმი.