Tuesday, 1 April 2014

ქცევის წესები



დღეს კლასის საათი გვქონდა ქცევის წესებთან დაკავშირებით. გადავიღეთ მუშაობის ამსახველი ფოტოებიც.

აქტივოებები:



  • დაურიგდათ ქცევის ამსახველი სურათები.
  • სურათები უნდა გამოეჭრათ და დაეხარისხებიანათ რომელი მოეწონებოდა გაღიმებულ "სმაილიკს" და მტირალა დაღონებულ "სმაილიკს".
  • ჩამოვაყალიბეთ კარგი ქცევის წესები.
  • ჩამოვაყალიბეთ ცუდი ქცევის წესები.
  • გამოიკრა თვალსაჩინო ადგილას ქცევის ამსახველი სურათები.
შევიმუშავეთ გაკვეთილზე მოქცევის წესები:

  • როცა რაიმის თქმა მინდა... ხელი უნდა ავიწიო!
  • როცა რაიმის თხოვნა მინდა... თუ შიეძლება!
  • როცა ვინმეს ვაწყენინებ... ბოდიში უნდა მოვუხადო!
  • როცა ვინმე სიკეთეს გამიკეთებს... მადლობა უნდა გადავუხადო!
  • გაკვეთილზე არ...  ვსაუბრობ!
  • როცა ვინმე საუბრობს...  ვუსმენ!
  • გაკვეთილზე არ ვარ სხვა რამით... დაკავებული!
  • კლასში  ვიცავ... წესრიგს!
  • სკოლაში არ... ვიგვანებ !
  • გაკვეთილზე ვარ... ყურადღებით!
  • ნივთებს... ვუფრთხილდები!
  • გაკვეთილზე არ ვდეგები... და არ დავდივარ!
  • არ... ვჩხუბობ!
  • ვარ... მეგობრული!
  • ნივთები არ უნდა... დამრჩეს!

No comments:

Post a Comment