Saturday 21 May 2011

ბოლო ზარი

157-ე საჯარო სკოლაში 20 მაისს ჩატარდა ბოლოზარი, მეთორმეტე კლასი დაამთავრა სამმა კლასმა, რომლეთაც დირაქციას, პედაგოგებს, მშობლებს, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს შთამბეჭდავი და დაუვიწყარი საღამო, რომელიც აღსავსე იყო იუმორით, სიცილით, ცრემლებით, სევდით, იმპროვიზაციით.

დედამიწის ცვალებადი ბუნება

157-ე საჯარო სკოლაში 17 მაისს 3 მესამე კლასში ჩატარდა ბუნების და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი ”დედამიწის ცვალებადი ბუნება”. თითოეულმა ჯგუფმა მოამზადა და წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას დედამიწა, ქარის საოცრებანი, მიწისძვრა, ვულკანები, გეიზერები, მყინვარი, მეწყერი, ღვარცოფი.
ნაჩვენები იქნა სლაიდები პროექტორის მეშვეობით ეკრანზე.
გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები.
გაკვეთილის ორგანიზატორი და თვასაჩინოების შემქმენელი კლასის ხელმძღვანელი მარეხი ბასილიძე.
ტექნიკურად უზრუნველყო და ვიდეოები გააკეთა ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.









Monday 16 May 2011

ქეთო და კოტე

157-ე საჯარო სკოლაში 16 მაისს მე-6 პირველ კლასში ჩატარდა მუსიკისა და ისტ-ის ინტეგრირებული ღონისძიება ”ქეთო და კოტე”. ამ ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებს ენახათ კინოფილმი და მოესმინათ ვიქტორ დოლიძის მუსიკები და სიმღერები. მათ ისაუბრეს კომპოზიტორის, მსახიობების, რეჟისორის, ოპერისა და თავად ფილმის შესახებ. გააცნეს დამსწრე საზოგადოებას მათ მიერ მოძიებული მასალები, ნაჩვენები იქნა ნაწყვეტები ფილმიდან ”ქეთო და კოტე”, წარმოდგენილ იქნა სურთები პრეზენტაციის სახით კინოფილმიდან კლასიკური მუსიკის თანხლებით.
ღონისძიებას ეწსრებოდნენ დირექტორის მოადგილეები ქალბატონები ლია გიორგაძე და თამარ ნინაშვილი, ქართულის პედაგოგი ნათია კაპანაძე.
ღონისძიების ხელმძღვანელი მუსიკის პედაგოგი ქალბატონი თამთა ნატროშვილი.
ვიდეო მასალა, კლასიკური მუსიკა, ფოტოები და სლაიდი მოამზადა ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.







Thursday 5 May 2011

ლადო ასათიანი

5 მაისს გაიმართა ქართული ენა და ლიტერატურის და ისტ-ის ინტეგრირებული ღონისძიება სახელწოდებით ”ლადო ასათიანი” VI მესამე კლასში. მოსწავლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ლადოს ბიოგრაფია, მხატვრულად წარმოთქვეს მისი პოეზია, ლექსები. ფონად უძღვოდა კლასიკური მუსიკა და ლადო ასთიანის, მისი ოჯახის, მეგობრების ფოტოების პრეზენტაცია (სურათები წარმოდგენილ იქნა ლიტერატურის მუზეუმიდან).
ღონისძიებას ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილეები ქალბატონი ლია გიორგაძე და თამარ ნინაშვილი, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.
ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ლიტერატურისა და ენის პედაგოგი მაია მამნიაშვილი. ტექნიკურად უზრუნველყო, ფოტო მასალა, კლასიკური მუსიკა მოიძია და პრეზენტაცია გააკეთა ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.


Wednesday 4 May 2011

დავითის და თამარის ეპოქა

4 მაისს 157-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს ისტორიისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი X კლასში სახელწოდებით ”დავითისა და თამარის ეპოქა”. მოსწავლეებმა მოიძიეს მრავალფეროვანი მასალები მეფე დავით აღმაშენებელსა და თამარ დედოფალზე, ისაუბრეს მათ შესახებ, პოლიტიკურ სტრატეგიაზე, წარმატებულ ბრძოლებზე, იმდროინდელ სახელმწიფოებრივ მდგომარეობაზე, კულტურაზე, კულტურულ ძეგლებზე, იმ დროს მოღვაწე ცნობილ პიროვნებეზე: პეტრე იბერზე, არსენ იყალთოელზე და სხვა, წარმოთქვეს ლექსები მიძღნილი დავითისადმი და თამარისადმი. ნაჩვენები იქნა სხვადასხვა ვიდეოები.
ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორი მოადგილეები ქალბატონი ლია გიორგაძე და ქალბატონი თამარ ნინაშვილი, ისტორიის კათედრის გამგე ქალბატონი მანანა ოღრაპიშვილი, პედაგოგები.
გაკვეთილის ორგანიზატორი საქართველოს ისტორიის პედაგოგი დოდო ტორჩინავა,
ტექნიკურად უქზრუნველყო და ვიდეო მასალა შეარჩია ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.















Tuesday 3 May 2011

ინკლუზიური განათლება

157-ე საჯარო სკოლაში 3 მაისს ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი ”ინკლუზიური განათლება სკოლაში” IX მეოთხე კლასში (რუსული სექტორი). მოსწავლეეთა რამოდენიმე ჯგუფმა მოიძია მრავალფეროვანი მასალები სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე, კერძოდ: აუტიზმი, დისლექსია, ჰიპერაქტიული და დაუნი. წარმოადგინეს როგორც თეორიული მასალა, ასევე გაფორმებული კედლის გაზეთები და ვიდეოები.
ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილეები ქაბატონი ლია გიორგაძე და ქალბატონი თამარ ნინაშვილი, ისტორიის კათედრის გამგე მანანა ოღრაპიშვილი და პედაგოგები.
ორგანიზატორი საქართველოს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ქალბატონი ინგა ყოლბაია
ტექნიკურად უზრუნველყო ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.