157-ე საჯარო სკოლაში 16 მაისს მე-6 პირველ კლასში ჩატარდა მუსიკისა და ისტ-ის ინტეგრირებული ღონისძიება ”ქეთო და კოტე”. ამ ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებს ენახათ კინოფილმი და მოესმინათ ვიქტორ დოლიძის მუსიკები და სიმღერები. მათ ისაუბრეს კომპოზიტორის, მსახიობების, რეჟისორის, ოპერისა და თავად ფილმის შესახებ. გააცნეს დამსწრე საზოგადოებას მათ მიერ მოძიებული მასალები, ნაჩვენები იქნა ნაწყვეტები ფილმიდან ”ქეთო და კოტე”, წარმოდგენილ იქნა სურთები პრეზენტაციის სახით კინოფილმიდან კლასიკური მუსიკის თანხლებით.
ღონისძიებას ეწსრებოდნენ დირექტორის მოადგილეები ქალბატონები ლია გიორგაძე და თამარ ნინაშვილი, ქართულის პედაგოგი ნათია კაპანაძე.
ღონისძიების ხელმძღვანელი მუსიკის პედაგოგი ქალბატონი თამთა ნატროშვილი.
ვიდეო მასალა, კლასიკური მუსიკა, ფოტოები და სლაიდი მოამზადა ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.
No comments:
Post a Comment