Saturday 22 October 2011

13 ასურელი მამა



157-ე საჯარო სკოლაში 5 2 კლასში ჩატარდა ისტორიის, ისტ–ის და მატემატიკის ინტეგრირებული გაკვეთილი "13 ასურელი მამა". ნაჩვენები იქნა სხვადასხვა წმინდა მამების ხატები და ის ტაძრები სადაც მათი ნეშთი განისვენებს.
პედაგოგები გიორგი ხელაშვილი, ლია ყოყოჩაშვილი, ნატო გელაშვილი.

პროექტი 6 კლასებში

საგანი: ისტ-ი
პედაგოგი: ნატო გელაშვილი
პროექტი
კლასი
ჩატარების დრო
6 1
28.05.2012
6 2
25.05.2012
6 3
1.06.2012
6 4
30.05.2012
პროექტის განსახორციელებლად საჭიროა 3 კვირა.
პრექტის სახელწოდება - ”ელქტრონული ბუკლეტი”
მიზანი - პრექტის განხორციელებით ისწავლიან მოსწავლეები თუ როგორ გამოვიყენეოთ ინტერნეტი სასწავლო მიზნებისათვის, როგორ წარმოვადგინოთ ინფორმაცია ორგანიზებულად, როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია ნაბეჭდი სახით თანატოლებს.
ამოცანები და ღონისძიებები - ინტერესების კვლევა, ჯგუფების ფორმირება, დავალებების განაწილება, პასუხისმგებლობის დაკისრება: ინფორმაციის მოძიებასა და სანდოობაზე, ელექტრონული ბუკლეტის კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე, მხატვრულ გაფორმებაზე, პრეზენტაციაზე.
პროექტზე მუშაობისას წინასწარ ტარდება კვლევა, რომლის დახმარებით გადაწყდება, რომელი მოსწავლე რომელ საგნობრივ თემაზე იმუშავებს. მოსწავლეები შეავსებენ ასეთ ელქტრონულ ანკეტას, რომელშიც X-ით აღნიშნავენ შერჩეულ ორ კატეგორიას.
სახელი, გვარი
რელიგია
ისტორია
გეოგრაფია
კუტურა
მითოლოგია
მსოფლიო გამოგონებები
...
X
X
შევსებული ანკეტის მიხედვით მოსწავლეები თვითონ ჩამოაყალიბებენ ჯგუფებს, აირჩევენ ჯგუფის ლიდერს, რომელიც პასუხისმეგებელი იქნება დავალების შესრულებაზე და თვალყურს ადევნებს როგორ მიდის სამუშაო ჯგუფში, დროში ეტევა თუ არა წინასწარ დაგეგმილი სამუშაო. ჯგუფს ექნება სახელწოდება და დევიზი.
ჯგუფის შიგნით დავალებების გადანაწილება:
· ინფორმაციის ძიება, გაფილტვრა, შერჩევა (www.codna.ge, www.bembi.ge, www.istoria.ge/dzeglebi/alaverdi/htm და სხვა;
· ბუკლეტის კომპიუტერული ვერსიის აწყობა (ბუკლეტში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის წყარო, ბუკლეტს უნდა ჰქონდეს სარჩევი...);
· ბუკლეტის დიზაინი;
· ბუკლეტის პრეზენტაციაზე პასუხისმგებელი;
· ჯგუფის წევრები ინიშნავენ მოძიებული ინფორმაციის შესაბამის ბმულებს და პრეზენტაციში ორგანიზებულად განათავსებენ მათ, გადმოიწერენ სურათებს, მოკლე ისტორიას, შექმინიან დოკუმენტს, დაამაგრებენ მასზე ბმულს, რომელსაც ელექტრონულ კატალოგში ჩასვამენ.
პროექტს პრეზენტაციაზე თითოეული ჯგუფი წარადგენს დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიას.

პროექტი 5 კლასებში

საგანი: ისტ-ი
პედაგოგი: ნატო გელაშვილი
პროექტი
კლასი
ჩატარების დრო
5 1
5.06.2012
5 2
6.06.2012
5 3
7.06.2012
5 4
12.06.2012
პროექტის სახელწოდება – „საქართველოს კუთხეების ისტორიული ღირსშესანიშნაობების ელექტრონული კატალოგი“.
პროექტის მიზანი – მოსწავლეებში ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, მართვის, დამუშავების, შეფასების, ანალიზისა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ–ჩვევების გამომუშავება.
პროექტის სრული აღწერა – მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით იღებენ ფერად ქაღალდებს ყუთიდან. მათზე მასწავლებლის მიერ საქართველოს რეგიონებისა და კუთხეების დასახელებებია დაწერილი. ერთი რეგიონის სახელი რამდენჯერმე მეორდება (მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად).
ჯგუფებში გაერთიანებული მოსწავლეები ინტერნეტის დახმარებით იწყებენ ძიებას თავ–თავიანთ რეგიონებში ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ისტორიას, ფოტოებს, ინტერნეტ მისამართებს.
ჯგუფის წევრები ინიშნავენ მოძიებული ინფორმაციის შესაბამის ბმულებს და პრეზენტაციში ორგანიზებულად განათავსებენ მათ, გადმოიწერენ სურათებს, მოკლე ისტორიას, შექმინიან დოკუმენტს, დაამაგრებენ მასზე ბმულს, რომელსაც ელექტრონულ კატალოგში ჩასვამენ.
პროექტის დასასრულს ყველა ჯგუფი ქმნის თავის პრეზენტაციას და პროექტორის დახმარებით წარმოადგენს პრეზენტაციას.
თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი, რომელიც პასუხისმეგებელი იქნება დავალების შესრულებაზე და თვალყურს ადევნებს როგორ მიდის სამუშაო ჯგუფში, დროში ეტევა თუ არა წინასწარ დაგეგმილი სამუშაო. ჯგუფს ექნება სახელწოდება და დევიზი.
(www.istoria.ge/dzeglebi/alaverdi.htm - მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ინფორმაციის ერთ–ერთი წყარო)
ვადა 2 კვირა
მოსალოდენელი შედეგები – პროექტზე მუშაობით მოსწავლე შეძლებს, ისტ-ის გაკვეთილებზე მიღებული ფრაგმენტული ცოდნა გააერთიანოს და კომპიუტერთან ურთერთობის უნარ-ჩვევები განავითაროს; გამოიმუშაოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპვების, მართვის, დამუშავების, შეფასების, ანალიზისა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევები;
მოსწავლეების მიერ შედგენილი ელექტრონული კატალოგით სარგებლობა შეიძლება სკოლის ყველა კლასს სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების დასაგეგმად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პროექტი 1 კლასებში

საგანი: ისტ-ი
პედაგოგი: ნატო გელაშვილი


პროექტი

კლასი
ჩატარების დრო
1 1
19.12.2011
1 2
20.12.2011
1 3
21.12.2011
14
15.12.2011
1 5
21.12.2011

                 კლასი იყოფა 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს აქვს დავალებები;
თითოეულ მოსწავლეს ევალება, მისთვის შერჩეულ თემაზე დამოუკიდებლად ან მშობლის დახმარებით მოაგროვოს ფოტო, ვიდეო და ტექსტური მასალა.
თემები ჯგუფებში შემდეგნაირად ნაწილდება:

I ჯგუფი - ”ჰიგიენა”
  • · მოწესრიგებული ჩაცმულობა;
  • · სუფთა ხელები;
  • · ჰიგიენის დაცვის წესები;
  • · ლექსი ან მოთხრობა სისუფთავზე;

II ჯგუფი - ”სახელმძღვანელო”
  • · მოუვლელი სახელმძღვანელო;
  • · ახალი და განახლებული სახელმძღვანელო;
  • · სასწავლო ნივთების მოვლის წესები;
  • · ლექსი ან მოთხრობა წიგნებზე;

III ჯგუფი - ”საკვები”
  • · კვების განრიგი;
  • · ხილი;
  • · ბოსტნეული;
  • · ლექსი ან მოთხრობა საკვებზე;

IV ჯგუფი - ”ბუნება”
  • · დაბინძურებული ადგილები;
  • · ბუნების ლამაზი პეიზაჟები;
  • · გამწვანებული სკვერი/ხეობა;
  • · ლექსი ან მოთხრობა ბუნებაზე;

                  მოსწავლეები წიგნებში/სახელმძღვანელოებში მოძიებულ ლექსს/მოთხრობას მშობლის დახმარებით შეიყვანენ ტექსტურ რედაქტორში.
მოიძიებენ თემებზე ფოტოსურათებს.
                  თითოეული ჯგუფი თავის თემაზე მუშაობის პროცესში შექმნილი შთაბეჭდილების საფუძველზე ქმნის ნახატს (გრაფიკულ რედაქტორში).
                  მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციას მასწავლებელი ფლეშ-მეხსიერებაზე გადაიტანს და ნეთბუკში შესაბამის საქაღალდეში მოუყრის თავს. თითოეული ჯგუფისათვის შექმნის სლაიდ-შოუს;
                  მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გააკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას კლასისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე პროექტორის საშუალებით.

მოსწავლეთა ნამუშევრები









               მიზანი მიღწეულია, აქტიურად იყვენენ ჩართულები ამ პროექტში მშობლები და მოსწავლეები, მოსწავლეები გაეცნენ და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი მოპოვებული მასალა და ნამუშევრები, სახელმძღვნელოს მოვლის წესებსაც გაეცნენ, ბუნების სილამაზესაც და მოვლის ფორმასაც, ჯანსაღ კვებასაც, ჰიგიენის აუცილებლობასაც, თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, დაინახეს ბავშვებმა ორი მხარე ყველა თემის ცუდიც და კარგიც, არჩევანიც გააკეთეს.