Saturday, 22 October 2011

პროექტი 1 კლასებში

საგანი: ისტ-ი
პედაგოგი: ნატო გელაშვილი


პროექტი

კლასი
ჩატარების დრო
1 1
19.12.2011
1 2
20.12.2011
1 3
21.12.2011
14
15.12.2011
1 5
21.12.2011

                 კლასი იყოფა 4 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს აქვს დავალებები;
თითოეულ მოსწავლეს ევალება, მისთვის შერჩეულ თემაზე დამოუკიდებლად ან მშობლის დახმარებით მოაგროვოს ფოტო, ვიდეო და ტექსტური მასალა.
თემები ჯგუფებში შემდეგნაირად ნაწილდება:

I ჯგუფი - ”ჰიგიენა”
  • · მოწესრიგებული ჩაცმულობა;
  • · სუფთა ხელები;
  • · ჰიგიენის დაცვის წესები;
  • · ლექსი ან მოთხრობა სისუფთავზე;

II ჯგუფი - ”სახელმძღვანელო”
  • · მოუვლელი სახელმძღვანელო;
  • · ახალი და განახლებული სახელმძღვანელო;
  • · სასწავლო ნივთების მოვლის წესები;
  • · ლექსი ან მოთხრობა წიგნებზე;

III ჯგუფი - ”საკვები”
  • · კვების განრიგი;
  • · ხილი;
  • · ბოსტნეული;
  • · ლექსი ან მოთხრობა საკვებზე;

IV ჯგუფი - ”ბუნება”
  • · დაბინძურებული ადგილები;
  • · ბუნების ლამაზი პეიზაჟები;
  • · გამწვანებული სკვერი/ხეობა;
  • · ლექსი ან მოთხრობა ბუნებაზე;

                  მოსწავლეები წიგნებში/სახელმძღვანელოებში მოძიებულ ლექსს/მოთხრობას მშობლის დახმარებით შეიყვანენ ტექსტურ რედაქტორში.
მოიძიებენ თემებზე ფოტოსურათებს.
                  თითოეული ჯგუფი თავის თემაზე მუშაობის პროცესში შექმნილი შთაბეჭდილების საფუძველზე ქმნის ნახატს (გრაფიკულ რედაქტორში).
                  მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციას მასწავლებელი ფლეშ-მეხსიერებაზე გადაიტანს და ნეთბუკში შესაბამის საქაღალდეში მოუყრის თავს. თითოეული ჯგუფისათვის შექმნის სლაიდ-შოუს;
                  მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გააკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას კლასისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე პროექტორის საშუალებით.

მოსწავლეთა ნამუშევრები









               მიზანი მიღწეულია, აქტიურად იყვენენ ჩართულები ამ პროექტში მშობლები და მოსწავლეები, მოსწავლეები გაეცნენ და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი მოპოვებული მასალა და ნამუშევრები, სახელმძღვნელოს მოვლის წესებსაც გაეცნენ, ბუნების სილამაზესაც და მოვლის ფორმასაც, ჯანსაღ კვებასაც, ჰიგიენის აუცილებლობასაც, თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, დაინახეს ბავშვებმა ორი მხარე ყველა თემის ცუდიც და კარგიც, არჩევანიც გააკეთეს.

No comments:

Post a Comment