Saturday, 22 October 2011

პროექტი 5 კლასებში

საგანი: ისტ-ი
პედაგოგი: ნატო გელაშვილი
პროექტი
კლასი
ჩატარების დრო
5 1
5.06.2012
5 2
6.06.2012
5 3
7.06.2012
5 4
12.06.2012
პროექტის სახელწოდება – „საქართველოს კუთხეების ისტორიული ღირსშესანიშნაობების ელექტრონული კატალოგი“.
პროექტის მიზანი – მოსწავლეებში ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, მართვის, დამუშავების, შეფასების, ანალიზისა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ–ჩვევების გამომუშავება.
პროექტის სრული აღწერა – მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით იღებენ ფერად ქაღალდებს ყუთიდან. მათზე მასწავლებლის მიერ საქართველოს რეგიონებისა და კუთხეების დასახელებებია დაწერილი. ერთი რეგიონის სახელი რამდენჯერმე მეორდება (მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად).
ჯგუფებში გაერთიანებული მოსწავლეები ინტერნეტის დახმარებით იწყებენ ძიებას თავ–თავიანთ რეგიონებში ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ისტორიას, ფოტოებს, ინტერნეტ მისამართებს.
ჯგუფის წევრები ინიშნავენ მოძიებული ინფორმაციის შესაბამის ბმულებს და პრეზენტაციში ორგანიზებულად განათავსებენ მათ, გადმოიწერენ სურათებს, მოკლე ისტორიას, შექმინიან დოკუმენტს, დაამაგრებენ მასზე ბმულს, რომელსაც ელექტრონულ კატალოგში ჩასვამენ.
პროექტის დასასრულს ყველა ჯგუფი ქმნის თავის პრეზენტაციას და პროექტორის დახმარებით წარმოადგენს პრეზენტაციას.
თითოეულ ჯგუფს ეყოლება ლიდერი, რომელიც პასუხისმეგებელი იქნება დავალების შესრულებაზე და თვალყურს ადევნებს როგორ მიდის სამუშაო ჯგუფში, დროში ეტევა თუ არა წინასწარ დაგეგმილი სამუშაო. ჯგუფს ექნება სახელწოდება და დევიზი.
(www.istoria.ge/dzeglebi/alaverdi.htm - მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ინფორმაციის ერთ–ერთი წყარო)
ვადა 2 კვირა
მოსალოდენელი შედეგები – პროექტზე მუშაობით მოსწავლე შეძლებს, ისტ-ის გაკვეთილებზე მიღებული ფრაგმენტული ცოდნა გააერთიანოს და კომპიუტერთან ურთერთობის უნარ-ჩვევები განავითაროს; გამოიმუშაოს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპვების, მართვის, დამუშავების, შეფასების, ანალიზისა და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარ-ჩვევები;
მოსწავლეების მიერ შედგენილი ელექტრონული კატალოგით სარგებლობა შეიძლება სკოლის ყველა კლასს სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიების დასაგეგმად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

No comments:

Post a Comment