Saturday 23 April 2011

მხატვარების ნახატების აუქციონი

157-ე საჯარო სკოლაში 20 აპრილს IV კლასში ჩატარდა ისტ-ის, ინგლისურისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი სახელწოდებით ”მხატვრების ნახატების აუქციონი” ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა გამოიტანეს თავიანთი ნამუშევრები და ჩაატარეს აუქციონი რათა იდეაში დახმარებოდნენ ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს, დამსწრე საზოგადოებას თავი წარუდგინეს როგორც მხატვრები მანე, დეგა, რენუარი, სეზანი, ვან გოგი, მატისი, სიორა, დალი, გუდიაშვილი, ნიკალა, ახვლედიანი, უამბეს თავიანთი თავის შესახებ, ნაჩვენები იქნა ამ მხატვრების ნამუშევრების ვიდეო მასალები, თითოეულ მხატვარზე და მათ მიმდინარეობასა და ნამუშევრებზე ისაუბრა ხელოვნების პედაგოგმა გუკა მამაიაშვილმა, ინგლუსურად წარმოდგენა დადგა ინგლისურის პედაგოგმა ხათუნა ჩინჩალაძემ, ხოლო ტექნიკური მხარე და ვიდეო მასალა უზრუნველყო ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.


ედგარ დეგა



ვან გოგი



კლოდე მონე



მანე



ჰენრი მაწისი



ჟორჟ სიორა


პოლ გოგენი


ელენე ახვლედიანი



ნიკო ფიროსმანი

Tuesday 19 April 2011

წელიწადის დროები

19 აპრილს 157-ე საჯარო სკოლაში V მესამე კლასში ჩატარდა ინგლისურისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი ”წელიწადის დროები”. მოსწავლეებმა გააცნეს ინგლისურ ენაზე აუდიტორიაში მყოფ საზოგადოებას წელიწადის დროების ბუნება. ნაჩვენები იქნა ილუსტრირებული ვიდეოები ვივალდის კლასიკური მუსიკითურთ.
პეადაგოგები მადონა გოგუა და ნატო გელაშვილი


ზაფხული - Summer



შემოდგომა - Autumn



ზამთარი - Winter

Sunday 17 April 2011

ვაჟა ფშაველა - ბუნების შვილი

8 აპრილს 157-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ისტ-ის და ქართული ენა და ლიტერატურის ინტეგრირებული ღონისძიება სახელწოდებით ”ვაჟა ფშველა - ბუნების შვილი” IV მეოთხე კლასში. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექასები ვაჟას შემოქმედებიდან, მისი ბიოგრაფია, იცეკვეს ქალთა მთიულური და ქალთა ხევსურული.
პედაგოგები ლალი წიკლაური და ნატო გელაშვილი.




Thursday 14 April 2011

მათემატიკის კონფერენცია

14 აპრილს 157-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მათემატიკის კათედრის კონფერენცია.

კონფერენციას ესწრებოდნენ:

დირექტორის პირველი მოადგილე ლია გორგაძე
მათემატიკის კათედრის გამგე ლია ყოყოჩაშვილი
კათედრის წევრი პედაგოგები: ქეთევან ბაიდოშვილი, ნატო გელაშვილი, ნინო ყიფიანი, ელზა თოდაძე.

მონაწილეებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები:
  1. ანა აბრამიშვილი ”კომპიუტერის შექმნის და განვითარების ისტორია” VI მეორე კლასი
  2. ვიქტორია გაგუა ”ძირითდი სისტემური პლატა” V მესამე კლასი
  3. ნინო გუგუნაშვილი ”ინტერნეტი” VI მეორე კლასი
  4. მარიამ ჩადუნელი ”კლავიატურა” VI მეორე კლასი
  5. მარიამ დემურაშვილი ”კომპიუტერი და ადამინაი” VI პირველი კლასი
  6. ანა კლდიაშვილი ”ინტერნეტი” V მეორე კლასი
  7. მარიამ მისკალიშვილი ”ორცვლადიანი წრფივი უტოლობა, უტოლობათა გაერთიანება და თანაკვეთა” X მეორე კლასი
  8. მარიამ პაპუაშვილი ”ოქროს კვეთა” X მეორე კლასი
  9. თათია მჭედლიშვილი და არჩილ ჟორდანია ”ცენტრალური ღერძული სიმეტრია. პარალელური გადატანა” X პირველი კლასი

Sunday 10 April 2011

ოკეანის ბინადარნი



            6 აპრილს 3 მესამე კლასში ჩატარდა ბუნების, ხელოვენბისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი, სახელწოდებით ”ოკეანის ბინადარნი”.
            მოსწავლეებმა წინასწარ მოიძეს მასალები ზღვის ბინადრებზე, ისწავლეს და მოგვითხრეს მათ შესახებ საპრეზენტაციო სლაიდის მსვლელობასთან ერთდ.
            გაკვეთილის ხელმძღვანელი, თვალსაჩინოების შემქნელი და კლასის დარიგებელი მარეხ ბასილიძე.
ტექნიკური უზრუნველჰოფა და ვიდეო მონტაჟი ისტ-ის პედაგოგი ნატო გელაშვილი.











მოსწავლეებმა კომპიუტერში გააფერადეს და დახატეს ოკენის ბინადარნი.


მოსწავლეთა ნამუშევრები

Sunday 3 April 2011

დედა

157-ე საჯარო სკოლაში 15 მარტს ჩატარდა ისტ-ის და ქართული ენა და ლიტერატურის ინტეგრირებული ღონისძიება სახელწოდებით ”დედა”, რომელიც მიეძღვნა დედის დღეს. მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოთქვეს ლექსები დედაზე კლასიკური მუსიკის ფონზე, ნაჩვენები იქნა საქართველოში ისტორიულად ცნობილი ქალების ფოტოები, რამდნიმე სიმღერა დედაზე.
პედაგოგები ნათია კაპანაძე და ნატო გელაშვილი.