157-ე საჯარო სკოლაში 20 აპრილს IV კლასში ჩატარდა ისტ-ის, ინგლისურისა და ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი სახელწოდებით ”მხატვრების ნახატების აუქციონი” ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა გამოიტანეს თავიანთი ნამუშევრები და ჩაატარეს აუქციონი რათა იდეაში დახმარებოდნენ ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს, დამსწრე საზოგადოებას თავი წარუდგინეს როგორც მხატვრები მანე, დეგა, რენუარი, სეზანი, ვან გოგი, მატისი, სიორა, დალი, გუდიაშვილი, ნიკალა, ახვლედიანი, უამბეს თავიანთი თავის შესახებ, ნაჩვენები იქნა ამ მხატვრების ნამუშევრების ვიდეო მასალები, თითოეულ მხატვარზე და მათ მიმდინარეობასა და ნამუშევრებზე ისაუბრა ხელოვნების პედაგოგმა გუკა მამაიაშვილმა, ინგლუსურად წარმოდგენა დადგა ინგლისურის პედაგოგმა ხათუნა ჩინჩალაძემ, ხოლო ტექნიკური მხარე და ვიდეო მასალა უზრუნველყო ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.
No comments:
Post a Comment