Wednesday, 4 May 2011

დავითის და თამარის ეპოქა

4 მაისს 157-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს ისტორიისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი X კლასში სახელწოდებით ”დავითისა და თამარის ეპოქა”. მოსწავლეებმა მოიძიეს მრავალფეროვანი მასალები მეფე დავით აღმაშენებელსა და თამარ დედოფალზე, ისაუბრეს მათ შესახებ, პოლიტიკურ სტრატეგიაზე, წარმატებულ ბრძოლებზე, იმდროინდელ სახელმწიფოებრივ მდგომარეობაზე, კულტურაზე, კულტურულ ძეგლებზე, იმ დროს მოღვაწე ცნობილ პიროვნებეზე: პეტრე იბერზე, არსენ იყალთოელზე და სხვა, წარმოთქვეს ლექსები მიძღნილი დავითისადმი და თამარისადმი. ნაჩვენები იქნა სხვადასხვა ვიდეოები.
ღია გაკვეთილს ესწრებოდნენ დირექტორი მოადგილეები ქალბატონი ლია გიორგაძე და ქალბატონი თამარ ნინაშვილი, ისტორიის კათედრის გამგე ქალბატონი მანანა ოღრაპიშვილი, პედაგოგები.
გაკვეთილის ორგანიზატორი საქართველოს ისტორიის პედაგოგი დოდო ტორჩინავა,
ტექნიკურად უქზრუნველყო და ვიდეო მასალა შეარჩია ისტ-ის პედაგოგმა ნატო გელაშვილმა.















No comments:

Post a Comment