Tuesday, 25 March 2014
მეგობრობა
ქ. თბილისის ვაჟა-ფშაველას სახელობის 87-ე საჯარო სკოლის 1 დ კალსის საათზე ვისაუბრეთ მეგობრობის შესახებ, როგორ უნდა ვიმეგობროთ, რა არის მეგობარი, როგორ უნდა შევიძინოთ მეგობარი, როგორ უნდა მოვექცეთ, ნაჩვენები იქნა თვალსაჩინო მასალა პრეზენტაციის საახით "კუ და მორიელი" სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკის მიხედვით და წმინდა მამათა გამონათქვამები მეგობრობის შესახებ "ძმობა და მეგობრობა". პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მივმართე კითხვით თუ რა დაამახსოვრდათ, მოსწავლეებს შორის აღმოჩნდენენ ისეთები რომლებიც ყურადღებით მისმენდენენ და წარმატებით მიპასუხეს კითხვაზე, დაჯილდოვდნენ წამახალისებელი "ღიმილებით".
Friday, 14 March 2014
"გილოცავთ დედის დღეს"
2014 წლის 12 მარტს ჩატარდა 1 დ კლასში დედის დღისადმი მიძრვნილი ზეიმი სახელწოდებით "გილოცავთ დედის დღეს", მინდა მადლობა გადავუხადო მუსიკის მასწავლებელს მაია გოგაშვილის ზეიმის მუსიკალურად გალამაზებისთვის, მშობლებს რომელთაც ყვავილებით და ბუშტებით მორთეს ოთახი. მოსწავლეებმა წარმოთქვეს დიდაზე ლექსები, იმღერეს გაზაფხულსა და ყვავილებზე, გამოპრანჭულები იყვენენ განსაკუთრებულად ამ დღისთვის, ძალიან უხარიათ ზეიმი.
Wednesday, 25 December 2013
ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ისტ-ის პედაგოგების ბლოგების სახელწოდებით „ციფრული და მედია წიგნიერება სკოლაში" 2013 წლის 25 დეკემბერს მოხდა დაჯილდოება, გამოვლინდა საპრიზო კატეგორიების მფლობელები, მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახლადათ ნატო გელაშვილი, მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გადმოგვცა გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და დიპლომები.
ჩვენი პატარები გასართობ ცენტრში Magic Syti
Wednesday, 18 December 2013
საახალწლო კარნავალი 2013
2013 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო კარნავალია 87-ე საჯარო სკოლის 1 დ კლასის, მოსწავლეებმა წარმოთქვეს საახალწლო თემაზე ლექსები, იმღერეს სიმღერები, თოვლის ბაბუმ და ფერიამ დაურიგეს საჩუქრები პატარებს. ლამაზები და კარგები იყვენენ, სასიამოვნოდ და პოზიტიურად ჩაიარა ღონისძიებამ, რომელსაც ესწრებოდნენ ადმინისტარაციის წევრები, პედაგოეგები და მშობლები.
ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი ნატო გელაშვილი.
Tuesday, 3 December 2013
"შეეხე მათემატიკას"
30.11.2013 წელს პირველკსელები გახლდნენ ბანკ რესპუბლიკაში გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ "შეეხე მათემატიკას" გამოფენაზე. მოცემული იყო ამოცანები რომლებსაც უნდა გაცნობოდნენ მოსწავლეები და ამოეხსნათ თითოეული მათგანი, გეომეტრიული ფიგურების აწყობა, სარკეები, საპნის ბუშტები, ფაზლები, მუსიკის დაწერა რიცხვებით, პირამიდების აგება გეომეტრიული ფიგურებით, ხიდების გაკეთება და სხვა. მოსწავლეები დაინტერესდენენ, გაერთნენ, კმაყოფილები დარჩნენ.
Wednesday, 20 November 2013
ექსკურსია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლის 1 დ კლასი გახლდათ ექსკურსიაზე საქართველოს ისტორიის მუზეუმში, მოინახულეს ოქროს ფონდი, ძველი ისტორიული იარაღებიდა სამოსი, ჩონჩხები, მუმია, სპარსული კულტურა, ოკუპაციის დარბაზი, ბავშვები დიდი ინტერეისთა და ყურადღებით ათვალიებდნენ თითოეულ ნამუშევარს, ექსკურსია მძროლს უსმენდნენ, კითხვებსაც უსმევდნენ და ექსკურსია მძღოლის დასმულ შეკითხვებსაც პასუხობდნენ. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, მუზეუმის შემდგომ, გაისეირნეთ რუსთაველზე, ვეწვიეთ vendisб ბავშვებმა და მშობლემბა ერთად ვისადილეთ, მოსწავლეები გაერთნენ ასევე გასართობ ცენტრში დიდი ხალისით. საჩუქრად ჟეტონები და ბუშტები დაიმსახურეს.
Subscribe to:
Posts (Atom)
.jpg)
