Sunday, 27 April 2014

მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის გაცნობა

26.04.2014 წელს 87-ე საჯარო სკოლის პირველ კლასელებს სასიამოვნო დახვედრა მოუწყეს მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის თანამშრომლებმა...

Tuesday, 15 April 2014

1 დ კლასის პირველი ფოტო ალბომი “ჩემი პირველი მასწავლებელი“

87-ე საჯარო სკოლის 1 დ კლასის მოსწავლეებმა გადავიღეთ ფოტოები პირველი ფოტო ალბომისთვის “ჩემი პირველი მასწავლებელი“, სურათების გადაღება მოეწონათ გახალისდნენ ძალიან, განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდნენ.

Tuesday, 1 April 2014

აუტიზმის კვირეული 87-ე საჯარო სკოლაში



2014 წლის 31.03-02.04 87-ე საჯარო სკოლაში გაიმართა აუტიზმის შესახებ ინფომრაციის გავრცელების საერთაშორისო დღისადმი მიძრვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები:

პირველი დღე:

·        აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა.
·        სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
·        სკოლის მოსწავლეთა პლაკატების გამოფენა.


მეორე დღე:

ფილმ-ზღაპრების „დედობილი“ და „ხარბი“-ს ჩვენება. (შემოსული თანხა გადაირიცხება 87-ე საჯარო სკოლის, ლეიკემიით დაავადებული მოსწავლის ანა კაკაშვილის დახმარების ფონდში).


მესამე დღე:

·        სპექტაკლი: „ჩვენ შევძლებთ ერთად“ ჩვენება.
·        „მხიარული სტარტები“ სპორტში.
·        სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრების გაყიდვა (შემოსული თანხა გადაირიცხება ლეიკემიით დაავადებული 87-ე საჯარო სკოლის, მოსწავლის ანა კაკაშვილის დახმარების ფონდში).





ქცევის წესები



დღეს კლასის საათი გვქონდა ქცევის წესებთან დაკავშირებით. გადავიღეთ მუშაობის ამსახველი ფოტოებიც.

აქტივოებები:



  • დაურიგდათ ქცევის ამსახველი სურათები.
  • სურათები უნდა გამოეჭრათ და დაეხარისხებიანათ რომელი მოეწონებოდა გაღიმებულ "სმაილიკს" და მტირალა დაღონებულ "სმაილიკს".
  • ჩამოვაყალიბეთ კარგი ქცევის წესები.
  • ჩამოვაყალიბეთ ცუდი ქცევის წესები.
  • გამოიკრა თვალსაჩინო ადგილას ქცევის ამსახველი სურათები.
შევიმუშავეთ გაკვეთილზე მოქცევის წესები:

  • როცა რაიმის თქმა მინდა... ხელი უნდა ავიწიო!
  • როცა რაიმის თხოვნა მინდა... თუ შიეძლება!
  • როცა ვინმეს ვაწყენინებ... ბოდიში უნდა მოვუხადო!
  • როცა ვინმე სიკეთეს გამიკეთებს... მადლობა უნდა გადავუხადო!
  • გაკვეთილზე არ...  ვსაუბრობ!
  • როცა ვინმე საუბრობს...  ვუსმენ!
  • გაკვეთილზე არ ვარ სხვა რამით... დაკავებული!
  • კლასში  ვიცავ... წესრიგს!
  • სკოლაში არ... ვიგვანებ !
  • გაკვეთილზე ვარ... ყურადღებით!
  • ნივთებს... ვუფრთხილდები!
  • გაკვეთილზე არ ვდეგები... და არ დავდივარ!
  • არ... ვჩხუბობ!
  • ვარ... მეგობრული!
  • ნივთები არ უნდა... დამრჩეს!