Monday, 18 November 2013
სიმბოლოები ხატში
სახის ყოველი დეტალი, სხეულის ყოველი ჟესტი თუ მდგომარეობა სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
მაღალი შუბლი _ სიბრძნესა და ღრმა აზროვნებას ნიშნავს
დიდი თვალები _ ღვთაებრივ სულიერ კეთილშობილებასა და საქმეთა უბიწოებას
თავის დახრა _ ღმრთის სიტყვისადმი მორჩილებას
ოდნავ მოდრეკილი ფიგურა _ ღმრთის ნებისადმი მორჩილებას
გარკვეული მნიშვნელობა აქვს ფერთა მნიშვნელობას, თუმცა აქ ლაპარაკია ფერების უფრო რთულ კომპოზიციაზე და არა ცალკეულ ფერებზე. ფერები ხატის ენა კი არა, მისი ტონალობაა. ხატის ფერი ხატში ლოკალურად არ განიხილება, ფერის ხასიათი ძალიან პირობითია.
თეთრი ფერი _ ნიშნავს სიწმინდეს, ღვთაებრივ ენერგიებს, რომლებიც ქმნილებას შემოქმედამდე აღამაღლებენ.
ოქროსფერი _ მარადიულობას
მწვანე _ ცხოვრებას
ლურჯი _ საიდუმლოს
წითელი _ თავის მსხვერპლად შეწირვას
ცისფერი _ უმანკოებას
ყვითელი _ სითბოსი და სიყვარულის ფერია
იასამნისფერი _ სევდას და შორეულ პერსპექტივას აღნიშნავს
ძოწის ფერი _ გამარჯვებას
მეწამული _ დიდებულებას
იისფერი _ სამოსლის ფერებში წმინდანის მსახურების განსაკუთრებულობის, ანდა ინდივიდუალობის აღსანიშნავად იხმარება.
ფირუზის ფერი _ ახალგაზრდობას ნიშნავს
ვარდისფერი _ ბავშობას
შავი _ სიცარიელეს, ხან მადლის უქონლობას მიყთითებს, ხან ცოდვასა და დანაშაულს
ლურჯთან + შავი _ ღრმა საიდუმლოს აღმნიშვნელია
ლურჯი + მწვანესთან _ სიბერის
ნაცრისფერი _ სიკვდილის ფერია
ნარინჯის ფერი _ ღმრთის მადლს აღნიშნავს, რომელიც სძლევს მატერიალურობას
ქარვის ფერი _ ჰარმონიას, თანხმობას, მეგობრობას
ეს ფერების გამოყენების გარკვეული ტენდენციის ჩვენებაა, ხატში ფერები კი არა, ფერები მრავალ ხმოვანება მეტყველებს, სხვადასხვა კომპოზიციაში ფერებს სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობა და ემოციური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს.
გამკვრივებული და განზავებული ფერი
განზავებული ფერი მიუთითებს _ უწონალობაზე, სიმაგრეზე, ზოგჯერ კი ენერგეტიკულ ცენტრზე
ნახევარტონებისაგან დაცლილი გამკვრივებული ფერი _ ინტენსიური განცდის სიმბოლოა
კონტრასტული ფერები _ ხაზს უსვამენ სტრუქტურულ სიზუსტეს, ფორმების სისავსეს, კომპოზიციურ სისრულეს.
ნახევარტონები გულისხმობენ _ დაუმთავრებელ მოძრაობას, ერთი მდგომარეობის მეორეში გადასვლასა და ტევადობას.
ხატის დასახატად გამოიყენება შემდეგი ხის მასალა:
გამომშრალი _ ფიჭვი, ცაცხვი, ბალი, კვიპაროსი, ალვისხე, წაბლი.
ხეზე გადასაკრავად შემდეგი ტილოები:
პარუსინა, ბიაზი, მიტკალი, ბატისტა.
გრუნტი მზადდება შემდეგნაირად
10 გრამი ჟელატინი + 100 გრამი გადადუღებული წყალში ჩავყაროთ და გავაციოთ 40 წუთი, შემდეგ ნელ ცეცხლზე გავხსნათ ბილომდე და თან ვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავუმატოთ 6-7 ჩაის კოვზი დაფქული ცარცი + შეიძლება 2 წვეთი ზეთი.
ტილოს გადაკვრა
ჟელატინში ვალბობთ ტილოს და ვაკრავთ წინიდან დაფას, კარგად ისე რომ ჰაერი არ დარჩეს.
ტილოს გადაკვრამდე მთელ ხეს ვუსვამთ მარტო ჟელატინს გაშრობის შემდეგ ვაკრავთ ტილოს, შემდეგ ვუსმევთ გრუნტს, ერთ ან ორ ფენას, გაშრობის შემდეგ ვშკურკავთ წმინდა შკურკით.
ემულსია პიგმენტების გასახსნელად მზადდება შემდეგნაირად:
შინაური, ახალი კვერცხის გულს გავაშრობთ ხელის გულზე მზეზე, არცერთი წვეთი ცილა არ უნდა შეყვეს, ზედაპირი უნდა მოიხმოს, მერე მშრალ ჭურჭელში ჩავასხამთ, აპკს გადავაგდებთ. უნდა ვურიოთ ფუნჯით 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ვასხამთ 1 ნაჭუჭ გადადუღებულ ცივ წყალს და 2 ნაჭუჭ თეთრიღვინის ძმარს. მზა ემულსიას ვინახავთ მაცივარში.
ძირითადი პიგმენტებია:
პიგმენტები უმჯობესია ბუნებრივი, მაგრამ ხელოვნურიც გამოიყენება.
კობალტი, ოხრა, უმბრა, ლაჟვარდი ანუ ლაზურიტი, აური, რეალგარი, სინგური, ნეფრიტი, მალაქიტი, ფირუზი, ზურმუხტი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment