Monday, 18 November 2013

დიაგრამები და ელექტრონული ცხრილები - გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებელი
ნატო გელაშვილი
597 777 625; 597 777 652
http://natogelashvili.blogspot.com
გაკვეთილის მთავარი გეგმა
დიაგრამები და ელექტრონული ცხრილები Ms Excel 2010
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი
თარიღი
15.11.2013
მოსწავლის პროფილი
30 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
მოსწავლეები გაეცნობიან Ms Excel 2010 მუშაობას, სხვადასხვა დიაგრამების აგებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. 5.6
იყენებს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალებების შესაძლებლობებს ციფრული მასალის საკომინიკაციო ხარისხის გასაუნჯობესებლად (მაგ: ტექსტურ რედაქტორში ასოების ზომების, სტილისა და ფერის შერჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა).
წინასწარი ცოდნა
გრაფიკულ ტედაქტორში მუშაობის ელემენტები; ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება; ნამუშევრის შენახვა/გახსნა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა
·         საორგანიზაციო საკითხები 2 წთ.
·         განვლილი მასალის გამოკითხვა კითხვებით 8 წთ.
როგორ გავხსნათ ელქტრონული ცხრილების პროგრამა?
როგორ შევიტანოთ მონაცემები უჯრაში?
როგორ მოვნიშნოთ ცხრილში შეტანილი მონაცემები?
როგორ ხდება ტექსტის მოტრიალება?
მონაცემების ცენტრში განტავსება?
როგორ ვწერთ ფორმულას უჯრაში?
როგორ ხდება სურათის ჩასმა ცხრილში?
·         ახალი მასალის ახსნა 10 წთ.
ელექტრონული ცხრილის სტრუქტურის გახსენება. პროგრამა Ms Excel 2010-ის ელემენტები: დავთარი და ფურცელი, უჯრა და უჯრის მისამართი. სვეტებისა და სტრიქონების ჩამატება/წაშლა, უჯრაში მონაცემთ შეტანა/რედაქტირება. ფორმულები და ფრმულების გავრცელება, დიაგრამები. შემდეგ კი დამოუკიდებლად ასრულებენ სახელმძრვანელოსი მოცემულ სავარჯიშოს „ბეღურები“. 20 წთ.
შეფასება და დავალების მიცემა 5 წთ.



No comments:

Post a Comment