Monday, 18 November 2013

ხევსურული ორნამენტებით ქარგვა



თითოეული ეპოქის ქსოვილები და სამოსელი საუკეთესო მასალას იძლევა ხალხის მატერიალური და სულიერი შესწავლისათვის. ჩაცმულობაში მეტ-ნაკლებად აისახება ხალხის ეკონომიკური მდგომარეობა თუ სულიერი ცხოვრება.
ხევსურული ტანისამოსი ჩვენში თავისი ორიგინალობით არის ცნობილი. ხევსურული ორნამენტი მრავალფეროვანია და თითქმის ყოველგვარ მასალაზეა წარმოდგენილი _ ხეზე, ლითონზე, ქსოვილზე. ხევსურულ ტანისამოსს ტალავარი ეწოდება. მას ხევსური ქალები შინ ნაქსოვი ტილოსაგან თვითონვე კერავდნენ და რთავდნენ. ამას მათ პატარაობიდანვე ასწავლინენ.
ხევსურულ ორნამენტებში ჯვარი და გეომეტრიული სახეები დომინირებს. ჯვარი ხევსურებისათვის ბოროტის ძლევის სიმბოლო გახლდათ. ძაფების შესაღებად ბუნებრივ საღებავებს იყენებდნენ. ქართულ ფერებად მიიჩნევა ლურჯი, შინდისფერი, შაბიამნისფერი, მუქი მწვანე.
გემოვნებით შესრულებული ორნამენტები, ფერთა დახვეწილი შეფარდება იმ ძველ საამაყო ტრადიციებს შეგვახსენებს, ოდითგანვე რომ მოსდგამდა ქართულ ხელსაქმეს.
გთავაზობთ რამდენიმე ხევსურულ ორნამენტს. შეგიძლიათ, მოქარგოთ თქვენთვის სასურველი ნივთები, გემოვნებისდა მიხედვით შეარჩიოთ ფერები. შეგიძლიათ გამოიყენით ჯვალო, კანვა, ტილოს ნაჭერი, შალის ძაფი, მულინა, ირისის ძაფი.
ჯვალოზე საქარგავად ყველას ორწვერა შალის ძაფი სჯობს, კანვაზე საქაეგავად-მულინა.



No comments:

Post a Comment