Monday, 18 November 2013

გეომეტრიული ფიგურები

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
გეომეტრიული ფიგურები Ms PowerPoint-ში, ფიგურების გამოყენებით ნახატების შექმნა თემაზე „წელიწადის დროები“
სწავლების საფეხური/ინტეგრირებული საგნები
დაწყებითი საფეხური
მე-6 კლასი
მოსწავლეთა პროფილი:
30
არ გვყავს
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა, ბეჭდვა, ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება, ნამუშევრის შენახვა/გახსნა;
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები გაეცნობიან პრეზენტაციის შედგენის ძირითად პრინციპებს და ხერხებს. პრეზენტაციის გრაფიკული ელემენტებით გაფორმაბის შესწავლა. ილუსტრირებულ დოკუმენტზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
ის ტექნ. 6.1
გაიზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის; ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას.
აღწერს და აყალიბებს ციფრული მასალის სტრუქტურას; შეარჩევს მიზნის შესაფერის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შესაფერის ციფრულ საშუალებებს; აფასებს ციფრული საშუალების შესაძლებელობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებების ცნებებს, ობიექტების და პროეცესების გამოსახვისას; ისტ-ის გამოყენებისას ახდენს სამუშაო პროცესის ავტომატიზაციას, დროის და სხვა რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით;
იყენებს ისტ-ის კანონზომიერებების აღმოჩენისას და კანონზომიერებების შექმნისას, მათ შორის სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ან/და რეალურ ვითარებაში;
ის ტექნ. 6.3
იყენებს ისტ-ს იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას.
თანმიმდევრობა: აქტივობა ნაბიჯ-ნაბიჯ
საორგანიზაციო საკითხები 2 წთ;
განვლილი მასალის გამოკითხვა კითხვებით 5 წთ;
1.       როგორ ხდება საპრეზენტაციო პროგრამის გახსნა?
2.       როგორ ხდება შექმნილი დოკუმენტის შენახვა?
3.       რომელია ჩასმის მენიუ?
4.       როგორ ხდება ქართული შრიფტის შერჩევა?
5.       როგორ ხდება შრიფტის ზომისა და ფერის შერჩევა?
6.       შესრულებული მოქმედების გაუქმება?
7.       ახალი სლაიდის დამატება?
8.       შაბლონის შერჩევა?
9.       როგორ ხდება ობიექტის დაკოპირება და გამრავლება?
10.    როგორ ხდება ფურცლისთვის და ცალკეული ობიექტისთვის ანიმაციის გაკეთება?
ახალი მასალის ახსნა 10 წთ.
პროექტორის მეშვეობით მასწავლებელი გაუშვებს „საპრეზენტაციო სლაიდის შექმინის დროს გასათვალისწინებელი წესები ეფექტური სლაიდის შესაქმნელად“;
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ფერადი ქარალდებისგან გამოჭრილ და აწყობილ ნახატებს გეომეტრიული ფიგურებისგან. მოსწავლეები ასახელებენ ფიგურებს. ასევე ეს ფიგურები და ნახატები ნაჩვენები იქნება პროექტორის მეშვეობითაც. მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს პრაქტიკულად თუ როგორ დახაზონ და აირჩიონ გეომეტრიული ფიგურები, როგორ გააფერადონ,კონტურის ფერი როგორ შეარჩიონ, როგორ დააჯგუფონ ფიგურები ერთდ და სხვადასხვა გეომეტრიული ფიქგურებისგან აწყობილი ნახატი ერთ სურათად როგორ აქციონ და გაუკეთონ ანიმაცია ნახატსაც და ფურცელსაც. მოსწავლეები ნახულობენ თვალსაჩინო მასალას სახელმძღვანელოს თანდართული წიგნიდან „გაამწვანე გარემო“; ამის მსგავსად ისინი ქმნიან ახალ სლაიდს თემაზე „წელიწადის დროები“.
პრაქტიკულად მოსწავლეები მუშოაბენ 25 წთ.
დავალებად ეძლევათ სახლში იმუშაონ გეომეტრიული ფიგურებისაგან სხვადასხვა ნახატების აწყობაზე.
შეფასება და დავალების მიცემა 3 წთ.
შეფასება:
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით
საკლასო მენეჯმენტი - საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერები თითოეულ მოსწავლეზე;
პროექტორი;
Ms Word 2010, Ms Power Point 2010;
სახელმძრანელო;
მე-5 და მე-6 კლასის სახელმძღვანელოს თანდართული დისკები;
მასწავლებლის სახელმძღავნელო;
ფერადი ქაღალდებისაგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურებისაგან აწყობილი სხვადასხვა ნახატები;
საპრეზენტაციო სლაიდის შექმინის დროს გასათვალისწინებელი წესები ეფექტური სლაიდის შესაქმნელად;






No comments:

Post a Comment